ანდრია ჯაღმაიძე: სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის დღეს შეხვედრა ვერ მოხერხდა

პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა, შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები