ამირან გამყრელიძე: “მაიმუნის ყვავილის” ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება

სეკვენირების ანალიზი დღეს დასრულდება და პასუხს ვაცნობებთ როგორც საზოგადოებას, ასევ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “მაიმუნის ყვავილის” ერთ საეჭვო შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს მოგზაურობის ისტორია აღენიშნება.

“ამ ერთ შემთხვევაში იყო მოგზაურობის ისტორია, პაციენტს ჰქონდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნიშნები. მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო, ვუმკურნალეთ და უკვე სახლშია გაწერილი”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ლუგარის ცენტრში “მაიმუნის ყვავილის” 4 შემთხვევა გამოიკვლიეს, აქედან 3 უარყოფითია, ხოლო ერთ შემთხვევაში გაღრმავებული კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები