მეხანძრე-მაშველები ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლომისის მთაზე მორიგეობენ

მეხანძრე-მაშველები ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლომისის მთაზე მორიგეობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.

ლომისის მთის ტერიტორიაზე სულ სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლომისობა“ დუშეთში ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები