ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის განცხადებებზე: სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი – ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული

მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული, – ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლეში გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს.

მისი თქმით, სრულიად გულუბრყვილობაა დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი და ჩვენი ცუდი მუშაობა.

„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა.

არ ივარგებს რაღაცების საჯაროდ თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცებს ჩვენ ვუფრთხილდებით. ეს არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოებასთან 100%-ით უნდა ვიყოთ გახსნილი, მაგრამ რაღაცებს რომ გავუფრთხილდეთ, ყველაფერს გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს გამომდინარეობს ინფორმაციის დეფიციტის გამო, ან შეიძლება არ ჰყავს ისეთი ანალიტიკოსები ადმინისტრაციაში. მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები