პრეზიდენტი: მივმართავ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მოვუწოდებ, ქართველი ხალხის ნება გაითვალისწინოს

მივმართავ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის გადაწყვეტილების დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცებიც გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, გაითვალისწინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მეთაურს ხვალვე მიმართავს და ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს წარუდგენს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას.

„მივმართავ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის გადაწყვეტილების დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცებიც გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი იმსახურეს მისი 30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე დგება ახლა. ხვალვე, ასევე, მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეული, 27 წევრი ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები