სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში იმ მიზნით, რომ ხელისუფლების დესტაბილიზაციას მათი ძალაუფლებაში მოსვლა მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზანი არ არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში, ჩვენი მიზანია, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც.

„დღეს საკითხი სხვანაირად დგას. ვინც აიყვანა საქართველო ამ ახალ საფეხურზე, ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და პოლიტიკური მომავლის გამყარებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ამას გავიაზრებთ და ერთად ვიდგებით ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე. მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში. ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები. მიზანი ის კი არ არის, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში ან, როგორც ზოგი ოცნებობს, რომ მე გადავდგე და პარიზში წავიდე. მიზანი ისაა, რომ ჩვენ ყველა აქ ერთად ვიცხოვროთ იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები