ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო არა მარტო უსამართლო, არამედ მგონია, რომ პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ღირსებას

ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირველ რიგში, ჩანდა სწორედ აცდენა მთავარი ღირებულებებიდან, რაც არის, მათ შორის სამართლიანობა, სიმართლე, ობიექტურობა და ა.შ. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

„აქ საუბარია სამართლიანობაზე. ევროკავშირი რაღაც პრინციპების ერთობლიობაა. რა თქმა უნდა, ყველას მოგვწონს საფრანგეთში და გერმანიაში მოგზაურობა, რუსეთში მოგზაურობაზე მეტად, გეოგრაფიულადაც და ყველანაირად შეიძლება უფრო მისაღებია ევროპა, მაგრამ მთავარი რაც არის დამახასიათებელი ევროპისთვის და რატომაც მოგვწონს ევროპა, ეს არის ღირებულებები და ამ რეზოლუციაში პირველ რიგში ჩანდა სწორედ აცდენა მთავარი ღირებულებებიდან, რაც არის, მათ შორის სამართლიანობა, სიმართლე, ობიექტურობა და ა.შ. არაფერი ნიშანწყალი არ ყოფილა ამ ყველაფრის იმ რეზოლუციაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ.

გვარებზეც არაა იმდენად საუბარი, პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ სრულიად უსამართლო იყო ეს რეზოლუცია და სწორედ ამის გამო იყო, თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელსაც თავის დროზე ევროკავშირი დაეფუძნა, როდესაც ის იქმნებოდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ამისი პრეცედენტი გვაქვს, რისკები უნდა გავაცნობიეროთ კომისიის და საბჭოს ნაწილშიც, თუმცა გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი და გვაქვს დიდი იმედი იმისა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ევროპარლამენტის რეზოლუცია დამტკიცდა, რომელიც იყო არა მარტო უსამართლო, არამედ მე მგონია, რომ პირდაპირ დაუპირისპირდა ეს რეზოლუცია ქართველი ხალხის ღირსებას, რადგან როდესაც შენ განიხილავ ერთ სიბრტყეში სააკაშვილს, გვარამიას, კეზერაშვილს და მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის პირდაპირი შეხება ხალხის ღირსებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები