ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9631 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0923 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1076 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0153 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები