ჰერმან საბო: დანია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, თუმცა, ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა პირადად დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს
„დანია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა ხოლმე, თუმცა, ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა პირადად დავარწმუნოთ ისინი, რომ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოს აქვს, ქართველი ხალხი იმსახურებს წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დანია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა ხოლმე და, როგორც წესი, იშვიათად თანხმდება ვინმეს, რომ ამ გაერთიანების წევრი გახდეს. თუმცა, ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა პირადად დავარწმუნოთ ისინი, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოს აქვს, ქართველი ხალხი იმსახურებს წევრობის კანდიდატის სტატუსს და ვეცდებით, რომ ისინი ამაში დავარწმუნოთ. კრიტიკა ბევრი იქნება, ვეცდებით, ამ კრიტიკას კონსტრუქციულად ვუპასუხოთ და თვითკრიტიკულებიც ვიყოთ, მაგრამ აქ ახლა მნიშვნელოვანია, რომ დანია მომავალ რამდენიმე კვირაში ჩვენი მეგობარი იყოს და გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.