ბექა დავითულიანი: საქართველოს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად მაქსიმუმს აკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებითს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.
დავითულიანი პრეზიდენტის მიერ დღეს ჩანიშნულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
“წარმოდგენა არ მაქვს, რა აქვს ბრიფინგზე გასაცხადებელი, ამას პრეზიდენტი თავად იტყვის.
ჩვენ, ყველა ერთიანი ვართ მიზანში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ. საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს”, – აცხადებს დავითულიანი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება. ბრიფინგი, სავარაუდოდ, ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.