გურამ მაჭარაშვილი: კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსის მოწოდება, რომ საქართველო ომში უნდა ჩათრეულიყო
კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსის მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ- ის პოზიცია, რომ რუსული პროპაგანდაა ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვაზე საუბარი ოპოზიციამ და უკრაინაში პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დაიწყო.
“გამოდიან პოლიტიკოსები საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ მხოლოდ ჩვენი ბავშვები და ქალები არ უნდა დაიხოცონ, პირდაპირ გეუბნებიან ჩაერთეთ ომში, დაიბრუნეთ აფხაზეთი, სააკაშვილი რომ იყოს ომს დაიწყებდა. ომზე ჩვენ კი არ დავიწყეთ საუბარი, დაიწყო მავანმა, მავანი ვინ არის და არესტოვიჩი და ბევრი სხვა და საქართველოში აჰყვა რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი. კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსის მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ- ის პოზიცია, რომ რუსული პროპაგანდაა ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ “100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს, აშშ ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს”.