ენმ-ის ახალი სახე რუსეთში წყალბურთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, რევაზ ჩომახიძე ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. ჩომახიძემ გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე მარატ ზაქიროვი ჩაანაცვლა.

48 წლის რევაზ ჩომახიძე სსრკ/რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო წყალბურთელი და სპორტის დამსახურებული ოსტატია. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, იგი სიდნეიში გამართულ 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალოსანი, ხოლო წლის ათენის თამაშებზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ამასთან, რევაზ ჩომახიძე, როგორც მოთამაშე არაერთხელ გახდა რუსეთისა და ხორვატიის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ჩომახიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალ სახედ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები