ლარი გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9687 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9622 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1076 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.