2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს განცხადებას კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია აღარ ექნება.
ამას გარდა, IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება. ხოლო IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
„IDS BORJOMI International-ის აქციონერები თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე კომპანიის წარმატებაზე მუდმივად ზრუნავდნენ. ჩვენ, IDS BORJOMI ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში საქართველოს მთავრობის მადლობელი ვართ. ამ რთულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ – აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.