თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„საქართველომ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს შეაფასებს. ხოლო 24 ივნისს ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.