ნიკოლოზ სამხარაძე: დარწმუნებული ვარ, ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია იმისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ზიანი მიეყენებინათ

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში ბევრი შეცდომაა, ეს რეზოლუცია უკვე აჩვენებს იმას, რომ მაინცდამაინც დიდი ყურადღება ამ რეზოლუციას არ უნდა მივაქციოთ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შეცდომებით გაჯერებული რეზოლუცია ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.,

 

ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიისგან, შესაბამისად იქაც, პარტიული ხაზები და პარტიული კუთვნილება ბევრს რამეს წყვეტს. შეიძლება ბევრი იყოს ისეთი დეპუტატი, რომელიც პარტიული გადაწყვეტილების მიხედვით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას. იმ 308 კაციდან, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ინიცირებული, აქედან გამომდინარე ხმა მისცეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები