პრემიერი: ამ ეტაპზე მინდა, რომ შევინარჩუნო პილიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ჩემს ხალხს, ვალდებული ვიქნები, რომ ჩავაბარო ანგარიში
მე ვარ მთავრობის მეთაური, მე გამოვხატავ მთავრობის პოზიციას და გესაუბრებით იმაზე, რა რეალობაც გვაქვს. ისე ნუ წარმოვაჩენთ და ჩვენ ეს არ გვითქვამს, რომ ჩვენ რაღაც სასწაული, იდეალურები ვართ, უშეცდომოები და ა.შ. ეს არის პროცესი. მიმანიშნეთ, რომ აწმყოზე გვესაუბრეთო. თქვენი ხელისუფლება, თქვენ “მთავარი არხის” წარმომადგენელი ხართ და “მთავარი არხი” არის სააკაშვილის პარტია, სააკაშვილის ტელევიზია. გეუბნებით მთავარს, რომ ამ ეტაპზე მინდა, რომ შევინარჩუნო პილიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ჩემს ხალხს, ვალდებული ვიქნები, რომ ჩავაბარო ანგარიში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და მიკერძოებულია.
„შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ 2012 წელს, როდესაც სასამართლო იყო ნოტარიუსის ოფისი, პროკურატურა არ არსებობდა, კი არა პირიქით, მჩაგვრელი იყო მთელი ჩვენი ხალხის და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, თუ რა უბედურება ხდებოდა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ. მას შემდეგ არა ერი რეფორმა გატარდა, მედიათავისუფლება – დღეს 10 დღეში, 10 დღეში შესაძლებელია, რომ გახსნან ტელევიზია, ამიტომ ვთქვი, რომ რეზოლუცია ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის, ეს არის მიკერძოებული,”- აღნიშნა პრემიერმა.