ხულოს ტურისტულ რუკაზე მალე ახალი ლოკაცია გაჩნდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაოში, ,,კოტიჯვარზე“, თანამედროვე არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ხულოს ტურისტულ რუკაზე მალე ახალი ლოკაცია გაჩნდება.

ახალ ტურისტულ ლოკაციაზე გადასახედი კეთდება, სადაც მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განლაგდება მოსასვენებელი სკამები, მოხდება ტერიტორიის გამწვანება, მოეწყობა გარე განათება და გაკეთდება ფანჩატური.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 154 438 ლარია, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები