ჯანმო-მ Covid19-ის გაჟონვის თეორიის გამოძიების რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია დამატებით კვლევებს საჭიროებს.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული,  არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ SARS-CoV-2-ის წინაპარი შტამები ზოონოზური წარმოშობისაა, მისი გენეტიკურად დაკავშირებული უახლოესი ვირუსებია – ბეტაკორონავირუსები, რომლებიც იდენტიფიცირებულია ღამურებში ჩინეთში 2013 წელს და ლაოსში 2020 წელს. თუმცა, ამ დრომდე არც ვირუსის წინაპარი, არც ბუნებრივი/შუალედური ვირუსების ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ ფიქსირდება.

ასევე, როგორც ნათქვამია,  მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ პანდემიის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა უჰანში ზღვის პროდუქტების ბაზარმა, SARS-CoV-2-ის წყარო და ბაზარში მისი მოხვედრის მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

შესაბამისად, SAGO ვირუსის ლაბორატორიული გაჟონვის შესაფასებლად დამატებითი გამოძიების ჩატარების რეკომენდაციას გასცემს.

2021 წელს შექმნილ ჯგუფში 27 მეცნიერი შედის რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

როგორც The Washington Post-მა დაწერა, ჯგუფის წევრები ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან „ლაბორატორიიდან გაჟონვის“ თეორიის შემდგომ გამოძიებას ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები