უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

ქართველ მებრძოლს ზუგდიდში ხვალ დაკრძალავენ.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები