“ბოლო დღეებია, ვაკვირდები ბორჯომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს – როგორც რიგითი მოქალაქეს, ბორჯომისა და ბორჯომელების გულშემატკივარს, მინდა, იმედი მქონდეს, რომ მედიაცია წარმატებული იქნება, რისთვისაც საჭიროა ორივე მხარის მზაობა და სურვილი”, – ამის შესახებ ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ხალხი, ვისაც არ აწყობს, რომ შეთანხმება შედგეს.
“ბოლო დღეებია, ვაკვირდები ბორჯომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ის იყო, რომ გაჩნდა რეალური შანსი, რომ საკითხი მოგვარებისკენ წასულიყო: ჩაერთო ჯანდაცვა და დაიწყო მედიაცია, რომლის დროსაც ჩვენ ვნახეთ, რომ გაიმართა შეხვედრები და ის იყო, რომ გამოიკვეთა რაღაც სივრცე შეთანხმების შესაძლებლობის, გამოხტა ცალკე პროფკავშირები, ცალკე ლომჯარია… ბუნებრივად რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ხალხი, ვისაც არ აწყობს, რომ შეთანხმება შედგეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მონაწილეებმა გააცნობიერონ, რომ შეთანხმებას რეალურად ალტერნატივა არ აქვს. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი მიზანი არის შეთანხმება, მაშინ როდესაც დიასამიძეების და ლომჯარიების მიზანი, არის პროტესტის გახანგრძლივება….
როგორც რიგითი მოქალაქეს, ბორჯომისა და ბორჯომელების გულშემატკივარს, მინდა იმედი მქონდეს, რომ მედიაცია წარმატებული იქნება, რისთვისაც საჭიროა ორივე მხარის მზაობა და სურვილი”, – წერს არჩვაძე.