ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პაველ ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.
ამას გარდა, იგი პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა.