სალომე ზურაბიშვილი: შინაურ საქმეებზე საზღვარგარეთ განცხადებებს არ ვაკეთებ, მით უმეტეს, შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ვიზიტით იტალიაში იმყოფება, ომბუდსმენის მიერ გვარამიას შეწყალების მოთხოვნაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ქვეყნის შიდა საქმეებზე განცხადებებს არ აკეთებს.

მისივე თქმით, მსჯავრდებულის შეწყალება თავისი დისკრეციული უფლებაა.

„შინაურ საქმეებზე საზღვარგარეთ განცხადებებს არ ვაკეთებ. მით უმეტეს, შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა, კომენტარებს არ ვაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები