გორში უხვი ნალექის და სეტყვის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის და სეტყვის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულია ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო.

სააგენტოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს, მიმდინარეობდა სანიაღვრე არხების გაწმენდა, ტროტუარების და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, ჩამოტეხილი ტოტებისგან გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი

ქალაქის რამდენიმე სკვერში, მოხდება იმ ყვავილების გამოცვლა რომელიც სეტყვამ დააზიანა.

ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები და ეზოები. ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა კომბინატის დასახლებაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ. მობილიზებული იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამოტუმბვის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები