შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს – თითოეული საპარლამენტო აქტივობის უკან დგას მათი შრომა და საქმისადმი ერთგულება
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. თითოეული საპარლამენტო აქტივობის უკან დგას მათი შრომა და საქმისადმი ერთგულება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.