მიხეილ სარჯველაძე: გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადება რელევანტური არ მგონია

“სახალხო დამცველის განცხადება რელევანტური არ მგონია და, ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება, აიხსნას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, საკითხი, პირველ ყოვლისა, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა – პოლიტიკურ ჭრილში.

„განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, მგონი, ცოტა შორს მიმავალია, არ მგონია, რელევანტური იყოს, უფრო ალბათ პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება, აიხსნას. აქ არ არის რაიმე კრიტერიუმი, როდის შეიძლება, პრეზიდენტმა შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ, პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიზეზად რაც არის დასახელებული, რომ უნდა შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები, ეს უფრო მეტად განპირობებულია პოლიტიკური მიკერძოებით ვიდრე პროფესიონალური დაკვირვების შედეგებით. ხშირად მესმის ბრალდებები და მოსაზრებები ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე სამართლებრივს. ეს უფრო მეტად არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება და მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა უკუღმა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები