გიორგი კეკელიძე: დანებება გამოსავალი არ არის – ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ
“დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დანებება გამოსავალი არ არის.
“ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისა და თანადგომისთვის.
დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის – უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით”, – წერს კეკელიძე.