გურამ მაჭარაშვილი: შესაძლებლობა არის, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ

ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

“ქართული ოცნების” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს საკუთარ თავზე დაიბრალონ, ხოლო ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს.

„შესაძლებლობა არის, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და უნდათ, რომ თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თვითონ მიიწერონ და თქვან, რომ ეს არის მათი დამსახურება და თუკი თეორიულად შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ იტყვიან, რომ ეს ხელისუფლების ბრალია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ევროკომისიის შეფასება. თვის ბოლომდე კი, ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები