რატომ არ დაუჭირა მხარი ანგელა მერკელმა 2008 წელს ნატო-ში საქართველოს და უკრაინის შესვლას – ყოფილი კანცლერის განმარტება

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიის წინაშე პირველად გამოჩნდა და Der Spiegel-ს ინტერვიუ მისცა.

მერკელმა დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მოტივებზე და განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2008 წელს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შესვლას.

“ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ამჟამად ვიცნობთ. ის პოლიტიკურად გაყოფილი იყო იანუკოვიჩსა და იუშჩენკოს შორის. ეს არ იყო დემოკრატიულად სტაბილური ქვეყანა”, – თქვა მან.

გარდა ამისა, მერკელი დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ამას არ დაუშვებდა, რადგან, პუტინის აზრით, ეს იქნებოდა “ომის გამოცხადება”.

“მე საერთოდ არ ვიზიარებ მის აზრს, რომ მთელი დასავლეთი მისი მტერია, რომ მას გამუდმებით ამცირებენ. მაგრამ მე ვიცოდი, როგორ ფიქრობდა და რომ ამას ზუსტად ასე ხედავდა. არ მინდოდა მისი პროვოცირება”, – თქვა მერკელმა და დასძინა, რომ ის არ ამართლებს პუტინის დღევანდელ ქმედებებს, არამედ მაშინდელ მის პოზიციას განმარტავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები