ირანის პროვინცია სამხრეთ ხორასანში დილით სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული, 50 კი – დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მატარებელი ქალაქ მაშჰადიდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ იაზდასკენ მიემართებოდა.
დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.