არჩილ თალაკვაძე: ნურავის ჰგონია, რომ ევროპარლამენტიდან ორი-სამი დეპუტატის განცხადება ევროპარლამენტის პოზიციას უდრის
ნურავის ჰგონია, რომ ევროპარლამენტიდან ორი-სამი დეპუტატი განცხადებას რომ აკეთებს, ეს ევროპარლამენტის პოზიციას უდრის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტში მოიძებნება ორი, ან ოთხი დეპუტატი, რომელსაც საქართველოს გაკრიტიკება შეუძლია.
„ნურავის ჰგონია, რომ ევროპარლამენტიდან ორი-სამი დეპუტატი განცხადებას რომ აკეთებს, ეს ევროპარლამენტის პოზიციას უდრის. ისიც არის პარლამენტი, უფრო დიდი, ვიდრე ჩვენი და ჩვენთან თუ ოცზე მეტი ადამიანი მოიძებნება, ვინც საკუთარ ქვეყანას ბლოკავს ევროკავშირში და ცილს სწამებს, რა გასაკვირია, ევროპარლამენტში ორი, ან ოთხი დეპუტატი მოიძებნებოდეს, ვინც საქართველოს აკრიტიკებს?! თან, ვინ აკრიტიკებს – ეს ადამიანები არიან საქართველოში ყველაზე ანტიევროპული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მეგობრები და ლობისტები“, – განაცხადა თალაკვაძემ.