სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად კალაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ამირან კალაძის ქუჩაზე მე-5 ჩიხში კაპიტალური გზა ეწყობა, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად კალაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინდიკო“ ასრულებს.