პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა
პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი 79 ხმით დაუჭირა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მოუწევს სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილება, რაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან იქნება დაკავშირებული, სამსახური საცხოვრებელი ფართის დაქირავებით უზრუნველყოფს.
სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს სამსახურის უფროსი დაამტკიცებს.