ირაკლი კობახიძე: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან

“ნაცმოძრაობა” ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი, ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებმა რამდენიმე ყველაზე დიდი ქართველი გამოარჩიეს და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა დაანგრიონ.

“რამდენიმე ქართველი გამოარჩიეს, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა დაანგრიონ. ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ. ესენი არიან პირველ რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად ყველაზე წმინდას უნდა შეეხო, რაზეც ეს იდენტობა დგას. ეს არის, პირველ ყოვლისა, დიდი წინაპრები და სარწმუნოება”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები