გია ვოლსკი: მთავრობის თხოვნაა, გაკეთდეს განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის თხოვნაა, გაკეთდეს განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია.

“მთავრობის მხრიდან კონკრეტული თხოვნაა, გაკეთდეს კონკრეტული განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. მოქმედება არის არდანიშვნა, ამ მოქმედებით ეწინააღმდეგება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ნორმებს, ეს უნდა დადგინდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის დასჯაზე არანაირი საუბარი არ არის.

“პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი არის სრული ბოდვა, რომელიც კარგად იყიდება, მით უმეტეს, თუ ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა გაგაჩნია დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები