ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9707 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0083 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1772 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1890 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.