ირაკლი ზარქუა: ჩვენს კოლეგებზე თავდასხმის ფაქტი მიუღებელია

“რაც  უნდა მიუღებელი იყოს მათი განცხადებები მოსახლეობისთვის, უმრავლესობისთვის თუ უმცირესობისთვის, ეს არ არის საფუძველი, თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე – ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმას.

ზარქუას თქმით, მომხდარი მიუღებელია.

“მინდა, გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგებზე თავდასხმის ფაქტს, რაც მიუღებელია. რაც  უნდა მიუღებელი იყოს მათი განცხადებები მოსახლეობისთვის, უმრავლესობისთვის თუ უმცირესობისთვის, ეს არ არის საფუძველი, თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო. ეს დასაგმობია და არ შეიძლება. მინდა, ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ რადგან განსხვავებული აზრის პატივისცემა არის სწორედ დემოკრატია და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, განსხვავებით რეჟიმისგან, რაც 2012 წლამდე იყო”, – განაცხადა ზარქუამ.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრების – ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მათ ორი პირი დაესხა თავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები