აშშ-ის საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოში C და B ჰეპატიტების აღმოფხვრაზე მუშაობა გრძელდება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით, საქართველო C და B ჰეპატიტების აღმოფხვრაზე მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა.

“სულ ახლახან გამოცემული მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს. ამ დროისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა. მკურნალობა დასრულებული პაციენტების 98%-ზე მეტი დაავადებისგან განიკურნა.

2021 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 2015 წელს 5.4%-დან 2021 წელს 1.8%-მდე შემცირდა. B ჰეპატიტის კუთხით ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ადასტურებს რეგიონული საკონტროლო მიზნების მიღწევას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები