ელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საელჩოსა და კომიტეტის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და ერთობლივი კულტურული ღონისძიებები დაგეგმეს.

„სტუმარს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საკითხები და პროექტები, რომლებზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კომიტეტში. კულტურის მიმართულებით დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ამერიკის სენატსა და კულტურის კომიტეტს შორის”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები