როცა გაბრალებენ, რომ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა, – ამის შესახებ ტვ ” ფორმულას” ეთერში ,,ნაცმოძრაობის,, წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისე დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არსებობს.
“სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, რომ აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.