გიორგი ვოლსკი: ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს ლოგიკას არ ექვემდებარება; გამოდის, ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა

ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, რომ ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გახდა კონტურები იმ ფორმატებისა და საერთოდ შექმნილი ვითარების. ბევრი კითხვა წამოიჭრა, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა ახლა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. აშკარაა რაც მოხდა და მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, რომ ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა და დღეს ვიცით, რომ ასეთი ასამდე დადგენილებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები