ოთარ შამუგია: წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ღირებულების პირველი საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა, ეს დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე მასშტაბური კერძო ინვესტიციაა
პირველი საერთაშორისო ინვესტიცია წალკის კანიონზე განხორციელდა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 120 მლნ ლარია. ეს დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე მასშტაბური კერძო ინვესტიციაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ამ ტერიტორიის განვითარება, იქ მეტი ვიზიტორი და ტურისტი მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს ინვესტორებისთვის, რათა მეტი სასტუმროები მოეწყოს და შესაბამისი სერვისები განვითარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.