ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო – ის გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისივე თქმით, ჩხეიძე ქართული კულტურის ისტორიაში გამორჩეულ ფიგურად დარჩება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
“ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში.
ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”,- აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები