“ქართული ოცნება”: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო – ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გენიალური ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი”,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.