ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნინო თანდილაშვილმა ჯენი ოლსონს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესზე გაამახვილა.

“მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას და საექსპორტო პოტენციალს.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონმა ნინო თანდილაშვილს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ესწრებოდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები