გია ცაგარეიშვილი – ბრატისლავაში პრემიერის გამოსვლაზე: ყველასთვის ნათელი გზავნილები იყო, განსაკუთრებით – ჩვენი პარტნიორებისა და იმ პოლიტიკური ფიგურებისთვის, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

ყველასთვის ნათელი გზავნილები იყო, განსაკუთრებით – ჩვენი პარტნიორებისა და იმ პოლიტიკური ფიგურებისთვის, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში ისაუბრა და ბრატისლავაში პრემიერის გამოსვლა შეაფასა.

„მინდა, გამოვარჩიო პრემიერის გამოსვლა ბრატისლავაში, ყველასთვის ნათელი გზავნილებით. განსაკუთრებით ნათელი გზავნილები იყო გახმოვანებული ჩვენი პარტნიორებისა და იმ პოლიტიკური ფიგურებისთვის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უახლოეს დღეებში. ვადაზე ადრე შევავსეთ კითხვარი და ევროკომისიას გადავუგზავნეთ. ევროკომისია ამ გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სამშაბათს, რაც დიდწილად განაპირობებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები