პროკურორებმა სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექციები გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექციები გამართეს.

ღონისძიებაზე, პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგიაზე და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია. პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის უწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარება.

კვირეულის ფარგლებში პროკურორები საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები