რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ არ არსებობს.
„თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ჩვენი მოქმედებაც იქნება იმის შესაბამისი. პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის მაღალკვალიფიციური, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.