ჩვენ ვიცით ომის ფასი, შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა.
„ევროკავშირში არავის გამოუცდია ომი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ეს გადავიტანეთ, თანაც სამჯერ: 90-იან წლებში, როცა აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, გვქონდა ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ ჩვენს რეგიონებში და შემდეგ იყო უფრო ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ვიცით ომის ფასი. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას. და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.