დავით სერგეენკო: პრეზიდენტმა კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ მისსა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს
პრეზიდენტის განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ არის. მან კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს.
მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას – სრულიად სხვა.
“პოლიტიკური პროცესია, შეიძლება, პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას – სრულიად სხვა. ამის გადაჭრის გზა არის კომუნიკაცია და პოლიტიკური კონსულტაცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.